შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

უილიამ ბლეიკი — ინგლისელი პოეტი, ფერმწერი და ლითოგრაფი. სიცოცხლეში მეტწილად არაღიარებული ბლეიკი შემდგომში რომანტიზმის ეპოქის პოეზიისა და სახვითი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ფელპემში გატარებული სამი წლის გარდა, მთელი ცხოვრება ლონდონში გაატარა, ბლეიკმა შექმნა მრავალფეროვანი და სიმბოლოებით მდიდარი შემოქმედება, რომელშიც წარმოსახვა განიხილებოდა როგორც „ღვთიური სხეული“ ან თავად „ადამიანური არსებობა“. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვენი ბლეიკს მისი იდიოსინკრეტული ხედვების გამო შეშლილად მიიჩნევდნენ, მოგვიანებით კრიტიკოსებმა და მკითხველებმა მაღალი შეფასება მისცეს მის ექსპრესიულობას, შემოქმედებით უნარს და მის ნამუშევრებში არსებულ ფილოსოფიურ და მისტიკურ სიღრმეებს. მისი ფერწერა და პოეზია განიხილება როგორც რომანტიკული, ასევე წინარომანტიკული მოძრაობის ნაწილად. თეისტი ბლეიკი, რომელიც საკუთარ, მარკიონიტული სტილის თეოლოგიას ანიჭებდა უპირატესობას, მტრულად იყო განწყობილი ინგლისის ეკლესიის (და ზოგადად, ორგანიზებული რელიგიის თითქმის ყველა ფორმის) მიმართ. მასზე გავლენა მოახდინა საფრანგეთისა და ამერიკის რევოლუციების იდეალებმა და ამბიციებმა. მოგვიანებით მან გადახედა და უარყო მრავალი პოლიტიკური შეხედულება, თუმცა მაინც ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობას პოლიტიკურ აქტივისტ თომას პეინთან. მასზე გავლენების მიუხედავად, ბლეიკის შემოქმედების უნიკალურობა მის კლასიფიკაციას ართულებს. XIX საუკუნის მკვლევარმა უილიამ მაიკლ როსეტიმ მას „დიდებული მნათობი“ უწოდა და დაახასიათა როგორც „ადამიანი, რომელსაც ვერც წინამორბედებმა დაასწრეს, არც თანამედროვეებს მიეკუთვნება და ვერც ცნობილი თუ სავარაუდო მემკვიდრეები შეცვლიან“.

დღის სტატია

გავგამელის ბრძოლა
გავგამელის ბრძოლა
გავგამელის ბრძოლა ან არბელას ომი (ბერძნულად: Γαυγάμηλα) ძვ.წ. 331 წელს გაიმართა ალექსანდრე დიდსა და დარიოს III-ს შორის, რომელიც დამთავრდა ძველი მაკედონიელების ბრწყინვალე გამარჯვებითა და აქემენიდთა იმპერიის დაცემით.

დღის სურათი

მალაგას საკათედრო ტაძარი, ანდალუსია, ესპანეთი.
მალაგას საკათედრო ტაძარი, ანდალუსია, ესპანეთი.
მალაგას საკათედრო ტაძარი, ანდალუსია, ესპანეთი.

სიახლეები

ანა ბრნაბიჩი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


1 ოქტომბერი — ამ დღეს...

სინკანსენი
სინკანსენი

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი