ნასროლა ენტეზამი
ნასროლა ენტეზამი (სპარს. نصرالله انتظام; დ. 16 თებერვალი, 1900 — გ. 19 დეკემბერი, 1980) — ირანელი დიპლომატი, პოლიტიკოსი და მინისტრი. ირანის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში.[3][4] 1947–1950 წლებში იყო ირანის პირველი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ხოლო 1950 წელს — გაეროს გენერალური ასამბლეის მეხუთე სესიის პრეზიდენტი.[5][6]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნასროლა ენტეზამი დაიბადა 1900 წლის 16 თებერვალს თეირანში (ირანი), ყაჯართა ოჯახში.[3][6] მისი მამა, ალ-სალთანა ენტეზამი და უფროსი ძმა აბდულა ენტეზამი, აგრეთვე დიპლომატები და პოლიტიკოსები იყვნენ, ხოლო პაპამისი ნასერ ალ-დინ შაჰ ყაჯარის დროს წესრიგის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.[4][6][7] დედამისი, ხორშიდ ლაყა ღაფარი, ქაშანის ღაფართა საგვარეულოს შთამომავალი იყო.[6][8] ნასროლამ და მისმა ძმამ ორივემ თეირანში, გერმანიის საელჩოს სკოლაში ისწავლეს.[9] მოგვიანებით ენტეზამმა თეირანის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერება, ხოლო პარიზის უნივერსიტეტში სამართალი შეისწავლა.[3][6][7][10]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ენტეზამი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა, რის შემდეგაც 1926–1929 წლებში მდივნად მუშაობდა ირანის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში პარიზში, ვარშავაში, ბერნსა და ლონდონში.[3][4][6][11] 1933 წელს იგი ირანის მთავრობას წარმოადგენდა ლონდონის მსოფლიო ეკონომიკურ კონფერენციაზე, ხოლო 1934–1938 წლებში იყო ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული ბერნში და ირანის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე.[3][4]1932–1933 წლებში ანგლო-სპარსული ნავთობის კომპანიის დავის დროს ენტეზამი ირანის დელეგაციის მდივნად მუშაობდა და ალი-აქბარ დავარსა და ჰოსეინ ალას ჟენევაში ახლდა თან, რათა ერთა ლიგაში ირანის პოზიცია წარედგინათ.[4][9] ენტეზამმა ბერნი 1938 წელს დატოვა და თეირანში დაბრუნდა, სადაც ოთხი წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.[3][4]
მეორე მსოფლიო ომის დროს ირანის ანგლო-საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ენტეზამმა რამდენიმე თანამდებობა დაიკავა, მათ შორის იყო ჯანდაცვის მინისტრი, ფოსტისა და ტელეგრაფის მინისტრი, გზათა მინისტრი, ხოლო 1944–1945 წლებში — საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრ ბაიატის მთავრობაში.[3][4][6][7] 1941 წლის სექტემბერში ოკუპაციისა და რეზა-შაჰის გადადგომის შემდეგ, 1942 წლის მარტში სამეფო კარის მინისტრად მოჰამად ალი ფორუღის დანიშვნამდე, ნასროლა „სრულად ხელმძღვანელობდა სამეფო კარს“ და მჭიდრო კავშირები დაამყარა მოჰამად-რეზა შაჰთან.[9] 1942 წელს იგი ასევე დაინიშნა საიმპერატორო სასახლის მთავარ ცერემონიმეისტერად.[12][13] ომის შემდეგ მან განაგრძო მოღვაწეობა საგარეო საქმეთა სფეროში, 1945 წელს ირანს წარმოადგენდა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დაარსდა, ხოლო 1946 წელს — გენერალური ასამბლეის პირველ სესიაზე.[3][4][6][14] 1947 წელს იგი გაეროში ირანის მუდმივი წარმომადგენელი გახდა და შეუერთდა გაეროს პალესტინის სპეციალურ კომიტეტს,[15] ხოლო 1949 წელს „გამოჩენილად იმსახურა“ ასამბლეის სპეციალური პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე.[3][4][6] იგი ასევე თავმჯდომარეობდა გაეროს ქვეკომიტეტს გაეროს შტაბ-ბინის მუდმივი ადგილმდებარეობის საკითხებზე და 1949 წელს იყო გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტობის თავდაპირველი კანდიდატი.[3][4] საბოლოოდ, „აზიური ერთიანობის ინტერესებიდან გამომდინარე“, მან თავისი კანდიდატურა ფილიპინელი კარლოს პ. რომულოს სასარგებლოდ მოხსნა.[3]
1948 წელს, გენერალური ასამბლეის მესამე სესიის დროს, იგი იყო გაეროს სამეურვეო საბჭოსა და მეთოდებისა და პროცედურების სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე.[5] 1948 წელს იგი იყო პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო 1950 წელს კორეის ცეცხლის შეწყვეტის კომიტეტის წევრი და ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს.[3][4][5][6] კორეის ომი სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მიმდინარეობდა და ენტეზამი, რომელსაც სურდა როგორც აშშ-ისგან ეკონომიკური დახმარების მიღება, ისე რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, ცდილობდა „ფრთხილად ევლო რთულ გზაზე და ამავდროულად შეენარჩუნებინა ყველას მიმართ სამართლიანობის გონივრული იერი“.[3][6] ამ პერიოდში ასამბლეამ ასევე მიიღო რეზოლუცია „ერთიანობა მშვიდობისთვის“, ხოლო ენტეზამი დაეხმარა იმ კომიტეტის დაარსებას, რომელსაც ჩინეთისთვის გაეროს წევრობის მინიჭების საკითხი უნდა განეხილა და მიიღო რეზოლუცია, რომელიც „ომისშემდგომი კორეის თავისუფლების, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტიას იძლეოდა“.[3][4] 1952 წელს მოსალოდნელი იყო, რომ იგი გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდებოდა, თუმცა მის სანაცვლოდ დაგ ჰამარშელდი აირჩიეს.[4]
1950 წელს, აშშ-ის საელჩოში დიპლომატიური სამსახურისთვის, ენტეზამს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წოდება მიანიჭა.[16] იგი ნიუ-იორკში გენერალურ ასამბლეაზე პირველი არაქრისტიანი დიპლომატი იყო და 1952 წლამდე ირანის ელჩად მსახურობდა აშშ-ში, სანამ პრემიერ-მინისტრ მოჰამედ მოსადეყის დროს თანამდებობიდან არ გადააყენეს და ალაჰ-იარ სალეჰით არ ჩაანაცვლეს.[4][6] ენტეზამი ამის სანაცვლოდ ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დაინიშნა.[7] 1953 წლის აგვისტოს ირანის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ენტეზამი აშშ-ში თავის პოსტს დაუბრუნდა.[4] მოგვიანებით, 1958-1962 წლებში, იგი საფრანგეთში ელჩად მუშაობდა.[3][4][6]
პარიზიდან წასვლის შემდეგ, იგი პრემიერ-მინისტრ ასადოლა ალამის მთავრობაში უპორტფელო მინისტრი იყო.[3][17] 1965 წლის ინდოეთ-პაკისტანის ომის შემდეგ, ენტეზამი წევრად და მოსამართლედ მსახურობდა მეომარი ქვეყნების საზღვრების, კერძოდ, კაჩის რანის შესახებ დავაში.[3][4] მოგვიანებით იგი პარტია „რასტახიზის“ დამფუძნებელი ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს.[9] ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 1963 წლის ანგარიშის თანახმად, ენტეზამი და მისი ძმა აბდულა არაფორმალურად აქტიურობდნენ პრემიერ-მინისტრ ამინის კაბინეტში და თორმეტი წლის განმავლობაში ყოველ ოთხშაბათს იკრიბებოდნენ.[9] მაშინ, როდესაც მის ძმას პატივსაცემ და ავტორიტეტულ პიროვნებად მიიჩნევდნენ, ნასროლა აღიქმებოდა როგორც „შთამბეჭდავი და დახვეწილად ჩაცმული უცოლო მამაკაცი... [იგი] ასევე მიიჩნეოდა უნარიან მოხელედ“.[9]
ბოლო წლები და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენტეზამი პენსიაზე 1960-იანი წლების ბოლოს ან 1970-იანი წლების დასაწყისში გავიდა,[4] მისი უკანასკნელი მოვალეობები აშშ-ის ორასწლოვანი იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების თავმჯდომარეობა და პარტია „რასტახიზის“ თანათავმჯდომარეობა იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, ისლამური რევოლუციის კვალდაკვალ, ოჯახის თხოვნის მიუხედავად, დარჩენილიყო საზღვარგარეთ, იგი შვეიცარიიდან (სადაც ასთმის მკურნალობას გადიოდა) ირანში დაბრუნდა.[6][7] დაფრენისთანავე იგი მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში შეიპყრეს და „პოლიტიკური ბრალდებებით“ დააპატიმრეს.[4][6][7] იგი ევინის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც აწამეს, მოგვიანებით კი ინსულტი გადაიტანა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.[4][7] ენტეზამი მალევე, 1980 წლის 19 დეკემბერს გარდაიცვალა, თუმცა წყაროები ვერ თანხმდებიან მისი გარდაცვალების ზუსტ ადგილზე (გარდა იმისა, რომ ეს თეირანში მოხდა): საკუთარ სახლში, დის სახლში, ციხეში თუ საავადმყოფოში.[3][6][7][12] იგი დაკრძალულია ბეჰეშთ-ე ზაჰრას სასაფლაოზე.[6]
ენტეზამის ძმისშვილი, მისი ძმის, აბდულას ვაჟი, ამერიკელი დიპლომატი ჰიუმ ჰორანი იყო.[18] ენტეზამი აგრეთვე მასონიც იყო.[7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- <i_class="wef_low_priority_links">[[:გერმანიის_ეროვნული_ბიბლიოთეკა|Deutsche_Nationalbibliothek]]_[http://d-nb.info/gnd/1028814437/_Record_#1028814437]_//_[[:Integrated_Authority_File|Gemeinsame_Normdatei]]<span_class="wef_low_priority_links">_—_2012—2016.<div_style="display:none"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q27302"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q36578">
_1-0' id="mwAb0">1 <i_class="wef_low_priority_links">[[:გერმანიის_ეროვნული_ბიბლიოთეკა|Deutsche_Nationalbibliothek]]_[http://d-nb.info/gnd/1028814437/_Record_#1028814437]_//_[[:Integrated_Authority_File|Gemeinsame_Normdatei]]<span_class="wef_low_priority_links">_—_2012—2016.<div_style="display:none"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q27302"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q36578">
_1-1' id="mwAb8">2 Deutsche Nationalbibliothek Record #1028814437 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- Munzinger_Personen<span_class="wef_low_priority_links"><div_style="display:none"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q107343683">
_2-0' id="mwAck">1 Munzinger_Personen<span_class="wef_low_priority_links"><div_style="display:none"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q107343683">
_2-1' id="mwAcs">2 Munzinger Personen
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 Tucker, Spencer C.. The Encyclopedia of the Korean War: A Political, Social, and Military History, 2nd Edition [3 Volumes: A Political, Social, and Military History].
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 Berridge, G.; James, Alan; Lloyd, Lorna The Palgrave Macmillan Dictionary of Diplomacy.
- 1 2 3 რედ. Christian E. Burckel: Who's who in the United Nations: Volume 1, გვ. 140.
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 Azizi, Arash. (2019-09-23) نصرالله انتظام: تنها ایرانی رئیس مجمع عمومی سازمان ملل fa. The Independent Persian. ციტირების თარიღი: 2022-02-20
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 Surasrafil, Behrooz. (2021-03-02) ریاست یک ایرانی بر مجمع عمومی سازمان ملل متحد fa. VOA News. ციტირების თარიღი: 2022-02-20
- ↑ About. Ghaffaris.com (n.d.). ციტირების თარიღი: 2022-02-25
- 1 2 3 4 5 6 ENTEẒĀM, ʿABD-ALLĀH and NAṢR-ALLĀH. Encyclopaedia Iranica (2011). ციტირების თარიღი: 2022-02-24
- ↑ Imseis, Ardi (2018). The United Nations and the question of Palestine: A study in international legal subalternity (PDF) (Dissertation). University of Cambridge. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2022-01-21. ციტირების თარიღი: 2022-02-24.
- ↑ Nasrollah Entezam (Iran). United Nations (n.d.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-11. ციტირების თარიღი: 2022-02-25
- 1 2 „Nasrollah Entezam“. The San Francisco Examiner. San Francisco, CA, USA. 1981-02-13. ციტირების თარიღი: 2022-02-20 – წარმოდგენილია newspapers.com-ის მიერ.
- ↑ International: The Nichevo Line. Time (1950-10-02). ციტირების თარიღი: 2022-02-24
- ↑ UNIC, UNHCR, UNODC, UN-HABITAT, UNIDO, UNDP and IOM were set up and enthusiastically managed by the UN communications team. AVA Diplomatic (2016-10-20). ციტირების თარიღი: 2022-02-20
- ↑ Ben-Dror, Elad (2022). UNSCOP and the Arab-Israeli Conflict: The Road to Partition (English). London: Routledge. ISBN 978-1032059631.
- ↑ United States Congress. Official Congressional Directory: Volume 82, გვ. 534.
- ↑ Amini, Bahman (1993). „Review: [Untitled]“. Middle Eastern Studies. 29 (1): 154–156. doi:10.1080/00263209308700940. JSTOR 4283547. ციტირების თარიღი: 2022-02-25.
- ↑ Kennedy, Charles Stuart. (2001) Interview with Hume Horan. Library of Congress. ციტირების თარიღი: 2022-02-25