ულმი
ულმი (გერმ. Ulm) — ქალაქი გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში. ნავსადგური მდინარე დუნაიზე. გაწოლილია მდინარეების ბლაუსა და ილერის შესართავის მახლობლად. 2017 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 125,596 ადამიანს. მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი. საერთო და სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა, რადიოტექნიკის, საფეიქრო, სამკერვალო, ქაღალდის მრეწველობა. მუზეუმები.
ცნობილია 854 წლიდან. შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. XII საუკუნეში მიიღო თავისუფალი საიმპერიო ქალაქის უფლება. XVI საუკუნეში რეფორმაციის ერთ-ერთი ცენტრია. ოცდაათწლიანი ომის 1618-1648 შემდეგ მისი ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. ხუროთმოძღვრული ძეგლები: გოტიკური ტაძარი (1377-1529), რატუშა (XIV-XVI სს.), რენესანსის ხანის მარცვლის შესანახი სახლი (კორნჰაუზი, 1594, არქიტექტორები კ. შმიდი, გ. ბუხმიულერი), XVI-XVII სს. მრავალი საცხოვრებელი სახლი. თანამედროვე ნაგებობათაგან გამოირჩევა ულმის მხატვრული კონსტრუირების უმაღლესი სკოლის შენობა (ფუნქციონალიზმი, სტილი; 1953-55, არქიტექტორი მ. ბილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- <div_style="display:none">
_1-0' rel="mw:referencedBy" id="mwJA">↑ https://www.ulm.de/rathaus/stadtpolitik/ober--b%C3%BCrgermeister
- [https://www.destatis.de/DE/Themen/Laender-Regionen/Regionales/Gemeindeverzeichnis/Administrativ/Archiv/GVAuszugJ/31122025_Auszug_GV.html_Alle_politisch_selbständigen_Gemeinden_mit_ausgewählten_Merkmalen_am_31.12.2025]<span_class="wef_low_priority_links">_—_[[:de:Statistisches_Bundesamt|Destatis]],_2026.<div_style="display:none"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q141265959"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q764739">
_2-0' rel="mw:referencedBy" id="mwKg">↑ Alle politisch selbständigen Gemeinden mit ausgewählten Merkmalen am 31.12.2025 — Destatis, 2026.