იენს ოტო კრაგი
იენს ოტო კრაგი (დ. 15 სექტემბერი, 1914 – გ. 22 ივნისი, 1978) — დანიელი პოლიტიკოსი, რომელიც დანიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა 1962-1968 და 1971-1972 წლებში, ხოლო სოციალ-დემოკრატების ლიდერი იყო 1962-1972 წლებში. იგი 1971 წელს ჩრდილოეთის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1944 წელს კრაგმა თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ შექმნილი საპროგრამო კომიტეტის მდივნის თანამდებობაზე, როდესაც პარტია ომისშემდგომი პერიოდის პოლიტიკისთვის ემზადებოდა.[7] მისი ლიდერობით კომიტეტმა შეიმუშავა პარტიის ახალი პროგრამა „მომავლის დანია“, რომელშიც წარმოდგენილი იყო ნაციონალიზაციის წინადადებები, აგრეთვე კეინზიანური ეკონომიკისა და ეკონომიკური დემოკრატიის იდეები.[7] 1945 წლის ომისშემდგომ პირველ არჩევნებში პარტიის სუსტი შედეგის მიუხედავად, კრაგმა და სოციალ-დემოკრატების ახალმა საპარტიო პროგრამამ ვილჰელმ ბულის კაბინეტის პერიოდში დანიის პოლიტიკაში დიდი ცნობადობა მოიპოვა.[7]
ფოლკეტინგის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრაგი პარლამენტში 1947 წელს აირჩიეს და სავაჭრო მინისტრად დაინიშნა. იგი მხარს უჭერდა დანიის სამხედრო ძალების გაძლიერებასა და 1949 წელს ქვეყნის ნატო-ში გაწევრებას.
1950 წელს, ნაწილობრივ ვილჰელმ ბულსა და ჰ. კ. ჰანსენთან კონფლიქტის გამო, კრაგი პარლამენტიდან გადადგა და, ინგლისური ენის უკეთ დაუფლებისა და მსოფლიოს უკეთ გაცნობის მიზნით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დანიის საელჩოში თანამდებობა ითხოვა.[8] მან მიიღო ეს პოსტი და ამერიკაში 1953 წლამდე დარჩა, ვიდრე მას ხელახლა აირჩევდნენ პარლამენტში, სადაც იგი პორტფელის გარეშე მინისტრი გახდა. 1953-1958 წლებში იგი საგარეო ეკონომიკურ საქმეთა ახალი დეპარტამენტის მინისტრი იყო, ხოლო 1958-1962 წლებში — საგარეო საქმეთა მინისტრი.
პრემიერ-მინისტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962 წლის სექტემბერში მან ვიგო კამპმანი ჩაანაცვლა პრემიერ-მინისტრისა და დანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობაზე. იგი პრემიერ-მინისტრი იყო 1968 წლის თებერვლამდე, სანამ სოციალ-დემოკრატები ხელისუფლებას დაკარგავდნენ. პრემიერ-მინისტრი ხელახლა გახდა 1971 წელს, როდესაც მისი პარტია ხელისუფლებაში დაბრუნდა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი პირველი ვადის დაწყებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, ოპოზიციამ ჩაატარა რეფერენდუმი, რომელმაც უარყო კრაგის მთავრობის მიერ უკვე მიღებული მიწის შესახებ კანონების პაკეტი.
პრემიერ-მინისტრის მეორე ვადის განმავლობაში კრაგი განსაკუთრებით ეწეოდა ევროპული თანამშრომლობისა და ერთიანობის პოპულარიზაციას.[8] მან მხარი დაუჭირა რეფერენდუმის ჩატარებას ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში დანიის გაწევრების შესახებ. 1972 წელს რეფერენდუმმა დადებითი შედეგი გამოიღო, თუმცა ამ საკითხზე ერი ორად იყო გაყოფილი, რის გამოც კრაგი გადადგა და განაცხადა, რომ პოლიტიკით დაიღალა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი უკანასკნელი როლი 1974-1975 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ევროპის საერთო ბაზრის წარმომადგენლის თანამდებობა იყო.
სოციალური პოლიტიკის სფეროში კრაგის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მთელი რიგი პროგრესული რეფორმები განხორციელდა. 1964 წლის მაისის ბავშვთა და მოზარდთა ახალი მზრუნველობის აქტის თანახმად, ბავშვთა და მოზარდთა კეთილდღეობის ადგილობრივ კომიტეტებს უფლებამოსილება მიენიჭათ, ფულადი დახმარება გაეცათ ბავშვიანი ოჯახების გარკვეული ჯგუფებისთვის, რათა თავიდან აეცილებინათ ბავშვების მუნიციპალური სოციალური კეთილდღეობის სამსახურების მზრუნველობაში გადაცემა. ასევე შემოვიდა დღის ზრუნვის დაწესებულებების ახალი კრიტერიუმები, რომლებიც ხაზს უსვამდა სოციალურ, საგანმანათლებლო და თერაპიულ ასპექტებს, ხოლო მუნიციპალიტეტები დაავალდებულეს, უზრუნველეყოთ დღის ზრუნვისა და სხვა თანმდევი სერვისების ინფრასტრუქტურა. 1967 წლის თებერვლის დასაქმების სამსახურისა და უმუშევრობის დაზღვევის აქტის მიხედვით, უმუშევრობის შემწეობა გაიზარდა და ინდექსირებული გახდა ხელფასის ოფიციალურ ინდექსზე, ხოლო მოცდის პერიოდები გაუქმდა. გარდა ამისა, 1964 წლის დეკემბრის უბედური შემთხვევების დაზღვევის აქტმა მოახდინა შემწეობების ინდექსაცია. 1972 წლის აპრილის საბაზო განათლების აქტმა სავალდებულო საბაზო განათლება 7-დან 9 წლამდე გაზარდა,[9] ხოლო 1972 წლის ივნისში მიღებულმა კანონმა ავადმყოფობისა და ორსულობა-მშობიარობის შემთხვევებში ყოველდღიური ფულადი შემწეობის ახალი სისტემა შემოიღო.[10] 1964 წელს შეიქმნა დამატებითი საპენსიო სისტემა,[11] ხოლო 1967 წელს შემოიღეს საყოველთაო საბავშვო შემწეობა.[12]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრაგი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის უკმარისობით, საკუთარ სახლში, სკივერენში, ოლბეკში, დანიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Wilsford, David, ed. Political leaders of contemporary Western Europe: a biographical dictionary (Greenwood, 1995) pp. 253–259.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- [http://global.britannica.com/biography/Jens-Otto-Krag_Encyclopædia_Britannica]<span_class="wef_low_priority_links"><div_style="display:none"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q5375741">
_2-0' id="mwjA">1 [http://global.britannica.com/biography/Jens-Otto-Krag_Encyclopædia_Britannica]<span_class="wef_low_priority_links"><div_style="display:none"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q5375741">
_2-1' id="mwjg">2 Encyclopædia Britannica
- [[:de:s:Brockhaus_Enzyklopädie|Brockhaus_Enzyklopädie]]<span_class="wef_low_priority_links">_—_[[:d:Q19446818|F.A._Brockhaus]],_1796.<div_style="display:none"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q237227"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q19446818">
_3-0' rel="mw:referencedBy" id="mwlQ">↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- [[:დიდი_ნორვეგიული_ენციკლოპედია|Store_norske_leksikon]]<span_class="wef_low_priority_links">_—_1978._—_ISSN_[https://www.worldcat.org/issn/2464-1480_2464-1480]<div_style="display:none"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q746368">
_4-0' id="mwnQ">1 [[:დიდი_ნორვეგიული_ენციკლოპედია|Store_norske_leksikon]]<span_class="wef_low_priority_links">_—_1978._—_ISSN_[https://www.worldcat.org/issn/2464-1480_2464-1480]<div_style="display:none"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q746368">
_4-1' id="mwnw">2 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- Munzinger_Personen<span_class="wef_low_priority_links"><div_style="display:none"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q107343683">
_5-0' id="mwpw">1 Munzinger_Personen<span_class="wef_low_priority_links"><div_style="display:none"><a_href="https://wikidata.org/wiki/Track:Q107343683">
_5-1' id="mwqQ">2 Munzinger Personen
- <div_style="display:none">
_6-0' rel="mw:referencedBy" id="mwrw">↑ Der Karlspreisträger 1966 Jens Otto Krag
- 1 2 3 Mogens N. Pedersen (1995). „JENS OTTO KRAG“, რედ. David Wilsford: Political Leaders of Contemporary Western Europe: A Biographical Dictionary. Greenwood Publishing Group. ISBN 9780313286230.
- 1 2 Skou, Kaare R. (2005). Dansk politik A-Å (in Danish) . Aschehoug, pp. 404-405. ISBN 87-11-11652-8.
- ↑ Growth to Limits: The Western European Welfare States Since World War II, Volume 4 edited by Peter Flora
- ↑ Flora, P. (1986). Growth to Limits: The Western European Welfare States Since World War II. W. de Gruyter, გვ. 203. ISBN 9783110111330.
- ↑ (2001) Welfare State Futures. Cambridge University Press, გვ. 97. ISBN 9780521005128.
- ↑ Sainsbury, D. (2012). Welfare States and Immigrant Rights: The Politics of Inclusion and Exclusion. OUP Oxford, გვ. 106. ISBN 9780199654789.