შინაარსზე გადასვლა

ენათმეცნიერება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენათმეცნიერება, ლინგვისტიკა — მეცნიერება ადამიანის ბუნებრივი ენების[1][2][3], მათი აგებულებისა და ფუნქციონირების ზოგადი კანონების შესახებ.

ენათმეცნიერებების გავრცელებული სახელწოდება უცხო ენებზე არის ლინგვისტიკა. იგი მომდინარეობს ლათინური lingua-საგან, რაც ნიშნავს „ენას“.

ენათმეცნიერების დისციპლინები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენის შესასწავლი ასპექტების თვალსაზრისით პირობითად გამოიყოფა ენათმეცნიერების დისციპლინების ორი კლასი: შიგა და გარე.

  • შიდა ენათმეცნიერების კლასი:
გრამატიკა – ეტიმოლოგია – ზოგადი ენათმეცნიერება – ლექსიკოგრაფია – მორფოლოგია – ონომასტიკა – ორთოგრაფია – სემანტიკა – სინტაქსი – ტიპოლოგია – ფონეტიკა – ფონოლოგია – ფრაზეოლოგია – შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება
  • გარე ენათმეცნიერების კლასი:
დიალექტოლოგია – ეთნოლინგვისტიკა – ინტერლინგვისტიკა – ლინგვისტური გეოგრაფია – მეტალინგვისტიკა – პარალინგვისტიკა – სოციოლინგვისტიკა – ფსიქოლინგვისტიკა

ენათმეცნიერების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენათმეცნიერება უძველესი დროიდან ვითარდებოდა ძველ აღმოსავლეთსა და მესოპოტამიაში, სირიასა და ეგვიპტეში, აგრეთვე ინდოეთსა (ძვ. წ. V-IV სს. პანინი) და საბერძნეთში (არისტოტელე). მეცნიერულ კვლევებს ამ დარგში საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის დასაწყისიდან ზოგადი ენათმეცნიერების (ვილჰელმ ჰუმბოლდტი) და შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების (ფრანც ბოპი, ვილჰელმ გრიმი და სხვები).

ენათმეცნიერების ისტორიის ძირითადი მიმართულებებია:

  • ლოგიკური ენათმეცნიერება (XIX საუკუნის შუაწლები);
  • ფსიქოლოგიური ენათმეცნიერება (XIX საუკუნის მე-2 ნახევარი);
  • სოციოლოგიური ენათმეცნიერება (XIX საუკუნის დასასრული – XX საუკუნე).

ენათმეცნიერების საერთო ცნებები და ტერმინები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ზოგადი ცნებები:
ანბანი – ასო – ასპექტი – ბგერა – ბრუნება – ბრუნვა – განსაზღვრება – გარემოება – გრამატიკული დრო – გრამატიკული რიცხვი – დამატება – დამწერლობა – თანხმოვანი – თარგმანი – კომპოზიტი – მახვილი – უღლება – ქვემდებარე – შემასმენელი – ქცევა – წინადადება – ხმოვანი – თანხმოვანი
  • ენის ფორმები და სახეები:
დაპროგრამების ენა – დიალექტი – კილო – კილოკავი – ოფიციალური ენა – ჟესტების ენა – სალიტერატურო ენა – საერთაშორისო ენა – სახელმწიფო ენა – ხელოვნური ენა
  • მეტყველების ნაწილები:
არსებითი სახელი – ზედსართავი სახელი – რიცხვითი სახელი – ნაცვალსახელი – ზმნა – ზმნიზედა – თანდებული – კავშირი – ნაწილაკი – შორისდებული
  • სასვენი ნიშნები:
დეფისი – კითხვის ნიშანი – მრავალწერტილი – მძიმე – ორწერტილი – ძახილის ნიშანი – წერტილი – წერტილ–მძიმე
  • მიმდინარეობები და თეზები:
სეპირ–უორფის ჰიპოთეზა – უნივერსალური გრამატიკა

გამოჩენილი ენათმეცნიერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ მარტინეტი, ანდრე (1960). Elements of General Linguistics, Tr. Elisabeth Palmer (Studies in General Linguistics, vol. i.), London: Faber, გვ. 15. 
  2. ↑ ჰალიდეი, მიხაელ; Jonathan Webster (2006). On Language and Linguistics. Continuum International Publishing Group, გვ. vii. ISBN 0-8264-8824-2. 
  3. ↑ გრინბერგი, ჟოზეფი (1948). „Linguistics and ethnology“. Southwestern Journal of Anthropology. 4: 140–47.