შინაარსზე გადასვლა

დირაკის განტოლება

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დირაკის განტოლება — ელექტრონის მოძრაობის კვანტური განტოლება, რომელიც ექვემდებარება ფარდობითობის თეორიას და გამოიყენება სხვა წერტილოვანი ფერმიონების ასაღწერად, რომელთა სპინი 1/2-ია; შექმნილია პოლ დირაკის მიერ 1928 წელს.

დირაკის განტოლების ჩაწერის ნიმუში:

(mc2α0+c∑j=13αjpj)ψ(𝐱,t)=iℏ∂ψ∂t(𝐱,t)

სადაც m  — ელექტრონის მასაა (ან სხვა ფერმიონის, რომელსაც აღწერს განტოლება), c  — სინათლის სიჩქარე, pj=−iℏ∂j — კომპონენტ იმპულსის სამი ოპერატორი (x,y,z), ℏ — პლანკის მუდმივა, x=(x,y,z) და t სივრცითი კოორდინატები და დრო, და ψ(𝐱,t) — ოთხკომპონენტიანი კომპლექსური ტალღური ფუნქცია (ბისპინორი).

α0,α1,α2,α3  — ხაზოვანი ოპერატორენი ბისპინორთა სივრეზე, რომლებიც მოქმედებენ ტალღოვან ფუნქციაზე. ეს ოპერატორები ისეა შერჩეული, რომ ამ ოპერატორთა წყვილები ანტიკომუტირებას ახდენენ, ხოლო თითოეულის კვადრატი უდრის ერთს:

αiαj=−αjαi , სადაც i≠j და ინდექსები i,j  იცვლებიან 0-დან 3-მდე.
αi2=1-თვის i  0-დან 3-მდე.