GitHub
| GitHub | |
|---|---|
|
| |
| საიტი | github.com |
| სლოგანი | Build software better, together (ქართ. ერთად შევქმნათ უკეთესი პროგრამული უზრუნველყოფა) |
| კომერციულობა | კი |
| საიტის ტიპი | ერთობლივი ვერსიული კონტროლი |
| რეგისტრაცია | არაა აუცილებელი (საჭიროა პროექტებში გასაერთიანებლად და მათ შესაქმნელად) |
| პროგრამირების ენა | Ruby, JavaScript |
| მფლობელი | Microsoft |
| გაეშვა | აპრილი, 2008 |
| Alexa-ს რეიტინგი |
|
| ამჟამინდელი სტატუსი | ხაზზეა |
GitHub — Git რეპოზიტორიუმის ვებზე დაფუძნებული კვანძის სერვისი, რომელიც ვერსიის კონტროლის და პროგრამის კოდის კონტროლის საშუალებას იძლევა. GitHub-ს აქვს დამატებული შესაძლებლობები როგორიცაა Wiki, დავალებების მართვა, შეცდომების მიდევნება, და შესაძლებლობების მოთხოვნა ყოველ პროექტზე[2].
პლატფორმა ხშირად გამოიყენება ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების განსათავსებლად.
GitHub უფასოა ღია კოდის მქონე და (2019 წლიდან) მცირე ზომის კერძო პროექტებისთვის და მათ სრულ ფუნქციონალს სთავაზობს,[3] ხოლო მსხვილი კორპორაციული პროექტებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა ფასიანი პაკეტი.[4] 2014 წლის სტატისტიკით, GitHub-ს ჰყავდა 3.4 მილიონი მომხმარებელი,[5] რაც მას ყველაზე დიდ კოდის კვანძის სერვისად ხდიდა.[6]
2018 წლის 4 ივნისს Microsoft-მა GitHub-ი 7,5 მილიარდ დოლარად შეიძინა. ამ დროისთვის GitHub-ზე უკვე თანამშრომლობდა 28 მილიონზე მეტი დეველოპერი; პლატფორმა აერთიანებდა კოდის 85 მილიონზე მეტ რეპოზიტორიუმს, რომლებსაც თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები იყენებდნენ.[7]
2023 წლის იანვრის მონაცემებით, GitHub-ზე რეგისტრირებული იყო 100 მილიონზე მეტი პროგრამისტი და განთავსებული იყო 420 მილიონზე მეტი რეპოზიტორიუმი, მათ შორის — სულ მცირე 28 მილიონი საჯარო რეპოზიტორიუმი.[8] 2024 წელს 500 მილიონზე მეტ ღია კოდის პროექტში პროგრამისტების მიერ განხორციელებულმა წვლილმა ხუთ მილიარდზე მეტი ერთეული შეადგინა.[9]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Github.com Alexa Ranking. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2015-06-09.
- ↑ GitHub Pours Energies into Enterprise – Raises $100 Million From Power VC Andreessen Horowitz
- ↑ Sidejack Prevention Phase 2: SSL Everywhere
- ↑ Plans & Pricing
- ↑ Former UC student establishes a celebrated website in GitHub that simplifies coding collaboration for millions of users. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-13. ციტირების თარიღი: 2014-11-01.
- ↑ Lean GHTorrent: GitHub Data on Demand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2014-11-01.
- ↑ Microsoft + GitHub = Empowering Developers — The Official Microsoft Blog
- ↑ "Repository search for public repositories"
- ↑ Computer, Express (October 30, 2024)."GitHub embraces developer choice with multi-model copilot, new app tool GitHub Spark, and AI-native developer experience"