შინაარსზე გადასვლა

Apple Music

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Apple Music

Apple Music-ის ლოგო
საიტი music.apple.com
სლოგანი All the ways you love music. All in one place.
კომერციულობა კი (ფასიანი გამომწერებისთვის)
საიტის ტიპი მუსიკალური სტრიმინგ-სერვისი
რეგისტრაცია სავალდებულოა
ხელმისაწვდომი ენა მრავალენოვანი (მათ შორის ქართული)
მომხმარებელი 100 მილიონზე მეტი სიმღერა
შინაარსის ლიცენზია საავტორო უფლებებით დაცული
დამფუძნებელი Apple
მფლობელი Apple
გაეშვა 30 ივნისი, 2015
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური
ხელმისაწვდომია 167 ქვეყანაში

Apple Music — მუსიკალური სტრიმინგ-სერვისი, რომელიც კომპანია Apple-მა 2015 წლის ივნისში აამუშავა. სერვისი ხელმისაწვდომია 167 ქვეყანაში და ამჟამად 100 მილიონზე მეტ სიმღერას მოიცავს.[1] Apple Music ფლობს უფასო ინტერნეტ-რადიო სადგურებს: Apple Music 1, Apple Music Hits, Apple Music Country, Apple Música Uno, Apple Music Club და Apple Music Chill, რომლებიც 24 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში მაუწყებლობენ.[2][3]

თავდაპირველად Apple Music მხოლოდ მუსიკალური სერვისი იყო, თუმცა 2016 წლიდან ვიდეო მიმართულებითაც დაიწყო გაფართოება. იმჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმი აიოვინმა, განაცხადა, რომ სერვისის მიზანია იქცეს „კულტურულ პლატფორმად“, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Apple-ს სურს, რომ სერვისი იყოს „ერთადერთი გაჩერება პოპ-კულტურის სამყაროში“ (one-stop shop for pop culture). კომპანია დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ვიდეო კონტენტის წარმოებასა და შესყიდვაში — ეს ეხება როგორც მუსიკალურ ვიდეოებსა და საკონცერტო ჩანაწერებს, რომლებიც ხელს უწყობს მუსიკალურ რელიზებს, ისე ვებ-სერიალებსა და მხატვრულ ფილმებს.

Apple Music-მა გაშვებისთანავე სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ექვს თვეში გამომწერთა რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია.

2023 წლის მაისის მონაცემებით, Apple Music-ზე ყველა დროის ყველაზე მეტჯერ სტრიმვადი სიმღერაა ედ შირანის „Shape of You“, რომელსაც მსოფლიოs მასშტაბით 930 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს.[4]

  1. ↑ Celebrating 100 million songs en. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 3, 2022. ციტირების თარიღი: 3 October 2022
  2. ↑ Clover, Juli. (9 May 2022) Apple Music: Our Complete Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 28, 2022.
  3. ↑ Schroeder, Stan. (December 10, 2024) Apple Music launches three new radio stations, including Apple Music Chill. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 10, 2024. ციტირების თარიღი: December 11, 2024
  4. ↑ Apple Music Live returns for a brand-new season with Ed Sheeran pt-PT. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 11, 2023. ციტირების თარიღი: 2023-05-11
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Apple_Music&oldid=5354085“-დან