შინაარსზე გადასვლა

ჯავშანმატარებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეპლიკა სლოვაკური ჯავშანმატარებლისა „ურბანი“, რომელიც აშენდა 1944 წლის 25 სექტემბერს ზვოლენის რკინიგზის ქარხანაში. სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების დროინდელი სლოვაკეთის არმიის უკანასკნელი ჯავშანმატარებელი. შეიარაღება: 2 ცალი 76,5-მმ-იანი იარაღი 8 cm vz.17 (1917 წლის ნიმუში) ზარბაზნის ლაფეტებზე, Škoda vz.34 UV-ის 4 ცალი 37-მმ-იანი ზარბაზანი ტანკ LT vz.35-ის კოშკურებში, 11 ცალი 7,92-მმ-იანი ტყვიამფრქვევი.

ჯავშანმატარებელი — რკინიგზის ჯავშნიანი საბრძოლო მანქანა,[1] რკინიგზის შემადგენლობა (მატარებელი) საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად რკინიგზის ზოლში, სხვადასხვა ჯარის სახეობებში.

ჯავშანმატარებლები ფართედ გამოიყენებოდნენ სამხედრო კონფლიქტებში XIX საუკუნის ბოლოდან XX საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით, განსაკუთრებით განვითარებული სარკინიგზო ქსელის ქვეყნებში.

ჯავშანმატარებლები გამოირჩევა რკინიგზის სხვა საბრძოლო მანქანებისგან — ძრავიანი ჯავშნიანი ვაგონებისგან და ჯავშანდრეზინებისგან, რომლებსაც შეუძლიათ, როგორც შევიდნენ ჯავშანმატარებლის შემადგენლობაში (ფორმირება), ასევე იმოქმედონ დამოუკიდებლად, ასევე ჯავშანმატარებლის ტიპის ჯარის სახეობების (სარკინიგზო ჯარი, ჯავშანძალები და სხვა) ფორმირებისგან (ბრძანება ან ეკიპაჟი).

ჯავშანმატარებლის შემადგენლობა და შეიარაღება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმის (საბრძოლო მანქანის) კლასიკური სქემის შემადგენლობაში შედის: ჯავშნიანი ლოკომოტივი (ჯავშანორთქლმავალი ან ჯავშანთბომავალი), „შავი“ (არაჯავშნიანი) ორთქლმავალი, რამდენიმე ჯავშანვაგონი სასროლო, საარტილერიო და საზენიტო შეიარაღებით (უფრო ხშირად შეიარაღება კომბინირდება), ორიდან ოთხამდე საკონტროლო ბაქანი (საფარი ბაქნები), ზოგჯერ — ბაქნები დესანტით. ზოგჯერ შეიძლება გამოყენებული იქნეს ვაგონები, რომელთაც გააჩნიათ არაჯავშნიანი, არამედ ჯავშნის შემოვლება, ან ბაქნები, რომელთაც გააჩნიათ ბრუსტვერი გრუნტიანი ტომრებით.[2]

მეორე მსოფლიო ომისდროინდელი გერმანული ჯავშანმატარებლები (Panzerzug) ასევე ზოგჯერ ერთი — ორი ბაქნით ძირითადი საბრძოლო ტანკებით (როგორც წესი — ჩეხურით ან ტროფეული ფრანგულით). მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ასევე შენდებოდა ჯავშანმატარებლები მთავარი ობიექტების დასაცავად ზურგში — (დიდი სარკინიგზო ხიდები, მთავარი თავდაცვითი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები), საბრძოლო მოქმედებების ფარგლებს გარეთ, მაგრამ მოწინააღმდეგის ავიაციის მისაწვდომ ზონაში. ასეთი ჯავშანმატარებლებს გააჩნდათ ჯავშანორთქლმავალი და ბაქნები საზენიტო შეიარაღებით.

1930-იან წლებში სახმელეთო მექანიზირებული ჯარებში ჯავშანმანქანების კლასიფიკაციის შესაბამისად რკინიგზის ჯავშანმანქანების ჯგუფი ასევე მოიცავდა მსუბუქ და მძიმე ჯავშანმატარებლებს.[1]

წითელი არმიის ჯავშანძალების საბრძოლო წესდების 1931 წლის პროექტის შესაბამისად,[3] 1931 წელს გათვალისწინებული იყო შემდეგი მანქანების ტიპები:

  • ჯავშანმატარებელი საველე:[3]
    • მსუბუქი ჯავშანმატარებელი;[3]
    • მძიმე ჯავშანმატარებელი;[3]
  • ჯავშანმატარებელი-ბატარეა.[3]

ჯავშანმატარებლის დანიშნულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1932 წელს ჯავშანმატარებლები დანიშნულები იყვნენ (იმდროინდელი სტილისტიკა):

  • ფეხოსანი და ცხენოსანი ჯარების ხელშეწყობა ბრძოლაში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მისი ჯავშანსაშუალებების და არტილერიის განადგურების გზით;
  • თავდასხმები მოწინააღმდეგის ზურგში და ფლანგებზე;
  • ოპერატიული მიმართულებით მნიშვნელოვანი კვანძებისა და პუნქტების ხელში ჩაგდებით ძირითადი ჯარის მოსვლამდე;
  • რკინიგზის ლიანდაგების, ნაგებობების, კვანძების და სადგურების თავდაცვა;
  • მატარებლებისა და ღირებული ტვირთების გაცილება;
  • სანაპიროს თავდაცვა.

მოძრავი შემადგენლობის ერთეულების დანიშნულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ჯავშანლოკომოტივი (ჯავშანორთქლმავალი ან ჯავშანთბომავალი) ჯავშანმატარებლის გადასაადგილებლად ბრძოლაში და მარშის დროს. ჯავშანორთქლმავლები აღჭურვილები იყვნენ სერიული ორთქლმავლების ბაზაზე და ქონდათ დაბალი ღერძული დატვირთვა (იმისთვის, რომ თავიდან აცილებულიყო ღერძული დატვირთვის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ჯავშნის წონის გამო) და დაბალი სილუეტი (ჯავშანლოკომოტივის, როგორც სამიზნის, ხილული პროფილის შემცირებისთვის). ჯავშანთბომავლები შენდებოდნენ სერიული თბომავლების ბაზაზე, ამასთან თბომავლები უკვე ქარხანა-დამამზადებლებში მოდერნიზირდებოდნენ ჯავშნის დაყენებით და იღებდნენ დაჯავშნულ სახეს.
  • ჯავშანტენდერი — ჯავშანვაგონი ნახშირის მარაგით ჯავშანორთქლმავლისთვის.
  • „შავი“ ორთქლმავალი — მძლავრი არაჯავშნიანი ორთქლმავალი ჯავშანმატარებლის სწრაფი გადაადგილებისათვის საბრძოლო მოქმედებების ზონის გარეთ. „შავი ორთქლმავლები“ გამოიყენებოდნენ ჯავშანმატარებლების გადასასროლად ფრონტებსა და საბრძოლო მოქმედების თეატრებს შორის. საბრძოლო მოქმედებებში „შავი“ ორთქლმავალი არ მონაწილეობდა, ჩაიხსნებოდა და რჩებოდა თავის შემადგენლობასთან (შტაბთან) ერთად მომლოდინე პოზიციაზე — ახლომდებარე სადგურში ან გადასარბენზე, სადაც ელოდებოდა საკუთარი ჯავშანმატარებელი. ჯავშანმატარებლის შემადგენლობაში „შავი“ ორთქლმავალი არ შედიოდა, მაგრამ შედიოდა ფორმირების შემადგენლობაში, რომელიც შედგებოდა ჯავშანმატარებლისაგან და შტაბ-მატარებლისაგან.
  • ჯავშანვაგონები და ჯავშანბაქნები — ჯავშანბაქნები, შეიარაღებულები მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასთან და საბრძოლო ტექნიკასთან საბრძოლველად.
    • საზენიტო ჯავშანბაქნები — ჯავშანბაქნები საზენიტო შეიარაღებით მოწინააღმდეგის ავიაციასთან საბრძოლველად.
  • მართვის ვაგონი — ხშირად სამეთაურო კოშკურით, შემდგომში რადიოფიცირებული. ჯავშანმატარებლის მეთაურის პოსტი, რომელიც მართავდა ჯავშანმატარებლის მოძრაობას და საბრძოლო მოქმედებებს.
  • ჯავშნიანი სადესანტო ვაგონები — ვაგონები, სპეციალურად აღჭურვილები დესანტის განლაგებისათვის, რომლებიც გამოიყენებოდნენ სადგურისა და ჯავშანმატარებლის მოძრაობის გზაზე სხვა საკვანძო წერტილების ხელში ჩასაგდებად, ან სხვა სპეციალური მოქმედებისათვის. ჩვეულებრივ შეიარაღებული იყო სადგამიანი ტყვიამფრქვევებით და დესანტის პირადი იარაღის გასასროლად სასროლი სათოფურებით. მსგავსი ვაგონების არარსებობის ან სხვა შემთხვევებში დესანტი განლაგებული იყო საკონტროლო ბაქნებზე.
  • „საკონტროლო“ ბაქნები — ჩვეულებრივი სარკინიგზო ბაქნები, რომლებიც გამოიყენებიან დანაღმული რკინიგზის ლიანდაგის აღმოსაჩენად. ამას გარდა, ჩვეულებრივ ბაქნებით გადაქონდათ სალიანდაგო ინსტრუმენტები, რელსები, შპლები, სარელსო სამაგრები აფეთქებისას ან სროლისას დაზიანებული რკინიგზის ლიანდაგების რემონტისათვის. ბევრ შემთხვევაში საკონტროლო ბაქნები გამოიყენებოდა დესანტის და/ან დამკვირვებლების განლაგებისათვის, ამისათვის მათ ბლინდაჟებით ამაგრებდნენ დაახლოებით 40 სმ სიმაღლეზე და აღჭურავდნენ სასროლელი სათოფურებით დესანტის პირადი იარაღებისთვის.[2]

ჯავშანმატარებლის ფორმირებისა და შეიარაღების ჩამონათვალი თანახმად:[4] [5]

  • ჯავშანმატარებელი;
  • ჯავშანმატარებლების სათადარიგო პოლკი;
  • ძრავიანი ჯავშანვაგონი;
  • ცალკეული ნაღმსატყორცნი ჯავშანმატარებელი;
  • ცალკეული ჯავშანმატარებელი;
  • ჯავშანმატარებლების ცალკეული დივიზიონი;
  • ჯავშანდრეზინა;
  • ძრავიანი ჯავშნიანი ვაგონი;
  • მსუბუქი ჯავშანბაქანი;
  • მძიმე ჯავშანბაქანი.

ჯავშანმატარებლების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამხრეთელების მორტირა, „დიქტატორი“ მატარებელზე, ვირჯინიის შტატი, 1861−1865 წლები
ჯავშანმატარებელი აშშ. 1861 წლის 18 მაისი

ჯავშანმატარებლების ისტორია — ჯავშანმატარებლის სახეობის საბრძოლო მანქანის გამოჩენის და გამოყენების ისტორია.

მატარებლის დაჯავშნის და შეიარაღების თეორიული პროექტი გამოჩნდა საფრანგეთში ჯერ კიდევ ბურბონთა რესტავრაციის პერიოდში 1826 წელს, ანუ ინგლისში პირველი რკინიგზის გაყვანიდან სულ მალე. პრაქტიკულად ეს იდეა განხორციელდა ავსტრიის ჯარის მიერ 1848 წელს უნგრელების მიერ ვენის ალყის დროს.

პირველად ზარბაზნები დაყენებულები იყვნენ სარკინიგზო ბაქნებზე 1861−1865 წლების აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს,[2] ჩრდილოეთის შტატების ჯარების მიერ 1861 წელს, რომლის მეთაური იყო ილიონისის მე-19 მოხალისეთა ფეხოსანი პოლკის პოლკოვნიკი ჯონ ტურჩინი (ჯონ ბაზილ ტურჩინი). არტილერია სწრაფად იქნა მიწოდებული რკინიგზის ხაზთან განლაგებული სამხრეთი შტატების ბანაკის მიერ და განახორციელა მოულოდნელი განადგურება მათ ბანაკში. ეს წარმატებული ცდა შემდგომში მრავალჯერ იქნა გამოყენებული. 1864 წელს ბაქნებზე დაყენებული იქნა უკვე 13-დუიმიანი მორტირები, რომლებიც ისროდნენ პიტერსბერგის ალყისას ჭურვებს მასით დაახლოებით 100 კგ სროლის მანძილით 4,5 კმ-მდე.

ევროპაში სარკინიგზო ბაქნების მსგავს გამოყენებას ადგილი ქონდა 1871 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს პრუსიის ჯარის მიერ პარიზის ალყის დროს, რომლითაც მოხერხდა ქალაქის სიმაგრეებზე სროლა სხვადასხვა მხრიდან. 1884 წელს ფრანგმა ინჟინერმა მუჟენმა შეიმუშავა ჯავშანვაგონის პროექტი ზარბაზნებით — ეს იყო ჯავშანმატარებლის პირველსახე. მაგრამ ლიანდაგის სიგანე (1435 მმ) მისთვის იყო არასაკმარისი, მას შეეძლო ემოძრავა მხოლოდ სპეციალურად აშენებული სიგანის ლიანდაგზე.[2]

ნამდვილი ჯავშანმატარებლები პირველად ფართედ გამოიყენეს 1899−1902 წლების ბურების მეორე ომის დროს. ბურები იყენებდნენ პარტიზანულ ტაქტიკას, რითაც არღვევდნენ ინგლისის ჯარის მომარაგებას და კომუნიკაციების დასაცავად ინგლისის ჯარი ქმნიდა შეიარაღებულ ჯავშნით დაცულ გარნიზონებს ბორბლებზე.[2]

შემდგომში საბრძოლო მატარებლები გამოიყენებოდნენ ომებში: პირველი მსოფლიო, რუსეთის სამოქალაქო, მეორე მსოფლიო ომებში და უფრო გვიანდელ შეიარაღებულ კონფლიქტებში.[2]

  • Амирханов Л. И. Броненосцы железных дорог — СПб : Остров, 2005. — 212 с. — ISBN 5-94500-001-9 [малотиражная книга]
  • Белые бронепоезда в Гражданской войне / ред.-сост. Г. Пернавский, Сборник, М.: Яуза, Эксмо, 2007(Имперский стяг) 4100 ეგზ., ISBN 978-5-699-24849-0.
  • Демидюк Е. В. Зенитные бронепоезда ПВО в Великой Отечественной войне. // Военно-исторический журнал. — 2012. — № 10. — С.21-24.
  • Дроговоз И.Г., Крепости на колёсах. История бронепоездов, Мн.: Харвест, 2002, ISBN 985-13-0744-0.
  • Ефимьев А. В.,, Бронепоезда в Великой Отечественной войне 1941−1945 / Ред. Е. Ю. Лемехова; Отв. за выпуск А. Н. Глонти., М.: Транспорт (издательство), 199210000 ეგზ., ISBN 5-277-01631-7. (в пер.)
  • Каторин Ю. Ф. Уникальная и парадоксальная военная техника / Ю. Ф. Каторин, Н. Л. Волковский. — М : АСТ; СПб : Полигон, 2007. — 590c. — (Арсенал) — о бронепоездах страницы 430−533 (вероятно, было несколько изданий книги)
  • Коломиец М. В. Фронтовая иллюстрация 5-2005. Отечественные бронедрезины и мотоброневагоны, «Стратегия КМ».
  • Поцелуев В. А., Броненосцы железных дорог, М.: Молодая гвардия, 1982.
  • Генерального Штаба полковник А. В. Шавров. Бронепоезда — Белград : Королевство С. Х. С., 1927.
  • Проект боевого устава броневых сил РККА, Часть II, Книга 3. Боевое применение бронепоездов. — Госвоениздат, 1931
  • Сотников Е. А. Железные дороги мира из XIX в XXI век. — М : Транспорт, 1993. — 200 с. — ISBN 5-277-01050-5.
  • «Бронепоезда Вермахта» (серия «Военные машины»), коллектив авторов — 2004.
  • Коломиец М. В., Бронепоезда Красной Армии 1930−1941 гг, М.: Яуза, 2004.
  • Коломиец М. В., Бронепоезда Красной Армии в Великой Отечественной войне 1941—1945 гг.: Часть 1, М.: Яуза, 2007.
  • Коломиец М. В., Бронепоезда Великой Отечественной "Сухопутные броненосцы" Красной Армии, М.: Яуза, 2010.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]