შინაარსზე გადასვლა

სოუფაის სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოუფაის სტადიონი
მდებარეობა კალიფორნია
აშენდა 2016-2020
გაიხსნა 8 სექტემბერი, 2020 წელი
მესაკუთრე StadCo LA Hollywood Park Land Company
ოპერატორი StadCo LA
საფარი ხელოვნური
არქიტექტორი HKS
ტევადობა 70 240

სოუფაის სტადიონი, ამჟამად ცნობილია როგორც ლოს-ანჯელესის სტადიონი — 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი, არის დახურული ტიპის მრავალფუნქციური სტადიონი ინგლვუდში, კალიფორნიაში (აშშ), ლოს-ანჯელესის გარეუბანში. „სოუფაი“ ჰოლივუდ პარკის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი მეზობელი სტადიონებია „კია ფორუმი“ და „ინტუიტ დოუმი“.

სტადიონი, რომელიც 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა, იტევს 70 240 მაყურებელს, ხოლო მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის ტევადობის გაზრდა 100 000-ზე მეტამდეა შესაძლებელი. მას აქვს ETFE პანელებისგან დამზადებული გამჭვირვალე სახურავი, რაც მზის შუქის შემოღწევისა და კლიმატკონტროლის საშუალებას იძლევა.[1][2][3] სტადიონი არის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) გუნდების, ლოს-ანჯელეს რემსისა და ლოს-ანჯელეს ჩარჯერსის საშინაო არენა. სტადიონმა უმასპინძლა სუპერ თასი LVI-ს 2022 წელს, 2023 წლის კოლეჯების ფეხბურთის პლეი-ოფის ეროვნულ ჩემპიონატს, რესლმანია 39-ს 2023 წელს, 2023 წლის კონკაკაფის ოქროს თასის ფინალს და ელ-ეი ბოულს 2021 წლიდან 2025 წლამდე. დაგეგმილია, რომ სტადიონმა უნდა უმასპინძლოს რვა მატჩს 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გახსნით მატჩს პარაგვაის წინააღმდეგ,[4] სუპერ თასი LXI-ს 2027 წელს და 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიასა და შეჯიბრებებს ცურვაში.

სოუფაის სტადიონი არის იმ ორი სტადიონიდან ერთ-ერთი, რომელსაც ამჟამად NFL-ის ორი გუნდი ერთობლივად იყენებს, მეორე კი არის მეტლაიფ სტადიონი, რომელსაც ნიუ-იორკ ჯაიანტსი და ნიუ-იორკ ჯეტსი ინაწილებენ. ეს არის პირველი სტადიონის კომპლექსი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ზონის გარეთ, რომელიც ერთდროულად მასპინძლობს NFL-ის ორ გუნდს. სტადიონი მდებარეობს ჰოლივუდ პარკის კომპლექსში, რომელიც წარმოადგენს მრავალფუნქციურ უბანს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე. ჰოლივუდ პარკის კაზინო ახალ შენობაში ამავე საკუთრებაზე 2016 წლის ოქტომბერში გაიხსნა და გახდა ამ პროექტის ფარგლებში ამუშავებული პირველი დაწესებულება.[5]

  1. ↑ Kroenke Sports & Entertainment Breaks Ground on HKS-Designed L.A. Stadium. HKS, Inc. (November 17, 2016). ციტირების თარიღი: January 13, 2017
  2. ↑ Ponsford, Matthew (January 19, 2016). „Los Angeles to build world's most expensive stadium complex“. CNN. ციტირების თარიღი: June 14, 2018.
  3. ↑ Pacheco, Antonio (November 22, 2016). „Los Angeles Rams stadium breaks ground“. The Architect's Newspaper. ციტირების თარიღი: June 14, 2018.
  4. ↑ FIFA unveils stellar line-up of FIFA World Cup 2026 Host Cities.
  5. ↑ Hollywood Park Casino's Grand Opening Oct. 21 - Poker News. CardPlayer.com. ციტირების თარიღი: January 12, 2017