შინაარსზე გადასვლა

არაბული სამყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაბული სამყარო. რუკა ეფუძნება იმ სტანდარტულ განსაზღვრებას, რომლის მიხედვითაც ამ რეგიონს არაბული ლიგის ქვეყნები მიეკუთვნებიან.
არაბული ლიგის ქვეყნები

არაბული სამყარო (არაბ. العالم العربي‎ al-ʿālam al-ʿarabī) — შედგება არაბულენოვანი ქვეყნებისგან და ტერიტორიებისგან, რომლებიც მდებარეობენ ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში.

სტანდარტული განსაზღვრების თანახმად, არაბული სამყარო შედგება არაბული ლიგის 22 სახელმწიფოსა და ტერიტორიისგან, რომლებიც გადაჭიმულნი არიან ატლანტის ოკეანიდან (დასავლეთით) არაბეთის ზღვამდე (აღმოსავლეთით), ხმელთაშუა ზღვიდან (ჩრდილოეთით) სომალის ნახევარკუნძულამდე და ინდოეთის ოკეანემდე (სამხრეთ-აღმოსავლეთით). მთლიანი მოსახლეობა 340 მლნ ადამიანს შეადგენს, რომლის ნახევარიც 25 წელს ქვემოთაა.[1]

არაბული ნაციონალიზმის იდეა XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგორდა, ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე ნაციონალისტური მოძრაობების პარალელურად. 1945 წელს ჩამოყალიბდა არაბული ლიგა, რომლის მიზანიც არაბების ინტერესების დაცვა და, განსაკუთრებით, არაბული ქვეყნების პოლიტიკური ერთობის გაძლიერება იყო, რაც პანარაბიზმის სახელითაა ცნობილი.[2][3] 2010 წლის ბოლოსა და 2011 წლის დასაწყისში, არაბულ სამყაროში საპროტესტო ტალღა აგორდა, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკურ კორუფციაში ჩაფლული მთავრობების წინააღმდეგ და მეტი დემოკრატიული უფლებების მოთხოვნისკენ.

ტერმინი „არაბული სამყარო“ მიუღებელია რეგიონში მცხოვრები არა არაბებისათვის, მაგალითად ისეთი არასემიტური ხალხებისთვის, როგორებიც არიან ბერბერები, ქურთები, რადგან ეს ტერმინი მთლიან რეგიონს არაბებს აკუთვნებს, როგორც იდენტურად, მოსახლეობის თვალსაზრისით ისე წარმოშობით, მაშინ, როდესაც არაბების სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია. ტერმინი ასევე მიუღებელია ზოგიერთი ადგილობრივი სემიტი უმცირესობებისთვის, მათ შორის არიან ასურელები; ისინი სირიასა და ერაყში არაბებამდე ბევრად ადრე სახლობდნენ. ასევე, კოპტი ეგვიპტელები საკუთარ თავს ეგვიპტელებად მიიჩნევენ და არა არაბებად.

№სახელმწიფოტერიტორია
(კმ²)
მოსახლეობა
(ად.)
დედაქალაქი
1ალჟირის დროშა ალჟირი2 382 74133 769 668ალჟირი
2ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი695718 321მანამა
3ჯიბუტის დროშა ჯიბუტი22 000476 703ჯიბუტი
4ეგვიპტის დროშა ეგვიპტე997 73981 713 520კაირო
5დასავლეთ საჰარის დროშა დასავლეთი საჰარა [4]252 120393 831ელ-აიუნი
6იემენის დროშა იემენი536 86923 013 376სანა
7იორდანიის დროშა იორდანია97 7406 173 579ამანი
8ერაყის დროშა ერაყი435 31728 221 180ბაღდადი
9კატარის დროშა კატარი11 437824 789დოჰა
10კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორის კუნძულები2 170798 000მორონი
11ქუვეითის დროშა ქუვეითი17 8182 596 799ელ-ქუვეითი
12ლიბანის დროშა ლიბანი10 4523 971 941ბეირუთი
13ლიბიის დროშა ლიბია1 775 5006 173 579ტრიპოლი
14მავრიტანიის დროშა მავრიტანია1 030 7003 364 940ნუაქშოტი
15მაროკოს დროშა მაროკო458 73034 343 220რაბატი
16არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბეთის გაერთიანებული საამიროები77 7004 621 399აბუ-დაბი
17ომანის დროშა ომანი212 4573 311 640მასკატი
18პალესტინის დროშა პალესტინა6 2573 907 883
19საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი1 960 58228 146 656ერ-რიადი
20სირიის დროშა სირია185 18019 747 586დამასკო
21სომალის დროშა სომალი637 6579 800 000მოგადიშო
22სუდანის დროშა სუდანი1 866 06830 894 000ხარტუმი
23ტუნისის დროშა ტუნისი163 61010 383 577ტუნისი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Arab World Ministries[მკვდარი ბმული]
  2. ↑ Arab League Sends Delegation to Iraq. Encyclopedia.com (8 October 2005). ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  3. ↑ Arab League Warns of Civil War in Iraq. Encyclopedia.com (8 October 2005). ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  4. ↑ არაღიარებული სახელმწიფო.